
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახდეპის განცხადებით, მხარეებმა საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში.
- “სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება.“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე აცხდებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქოდა და მხარეებმა “პარტნიორობის გადატვირთვისა“ და კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს.
- “სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობა. ერთგული ვართ საქართველო-აშშ-ის კავშირების განმტკიცების, რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ.“ – წერს ირაკლი კობახიძე.