სასამართლომ თელავში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო — Cnoba

Knews სიახლე 30 Mar 2026, 10:34

knews.ge სასამართლომ თელავში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ The post სასამართლომ თელავში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო appeared first on knews.ge.

knews.ge
სასამართლომ თელავში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 7 დეკემბერს, ბრალდებული ძალის გამოყენებით შეიჭრა თელავში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და დანით სხეულის სხვადასხვა არეში, მრავლობითი, სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა.

The post სასამართლომ თელავში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო appeared first on knews.ge.


რელევანტური