დააკავეს სხვადასხვა ნეონაცისტური და ფაშისტური დაჯგუფების მხარდამჭერი 13 პირი – მათგან 7 არასრულწლოვანია — Cnoba
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს. ანალოგიური დანაშაულისათვის უკვე პატიმრობაში მყოფ 4 პირს დამატებითი ბრალდება ჯგუფური ძალაობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის წარედგინებათ. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია. “თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. ცნობადობის მოხვეწის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი… The post დააკავეს სხვადასხვა ნეონაცისტური და ფაშისტური დაჯგუფების მხარდამჭერი 13 პირი – მათგან 7 არასრულწლოვანია appear…