პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტები გამოვლინდა — Cnoba

MegaTV სიახლე 30 Mar 2026, 09:05

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში გამოავლინეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდნენ, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, შპს „იდა აგრო საქართველო“ (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. იმირი), ი/მ შ. ჩ (თერჯოლა, სოფ. საზინო) და ი/მ რ. ჭ (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი N2, ობიექტი N16) კანონმდებლობის […]

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში გამოავლინეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდნენ, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს „იდა აგრო საქართველო“ (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. იმირი), ი/მ შ. ჩ (თერჯოლა, სოფ. საზინო) და ი/მ რ. ჭ (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი N2, ობიექტი N16) კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ. აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს, შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აეკრძალათ პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობა.

„2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


რელევანტური