ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშია 2 წლამდე ბავშვებისთვის — Cnoba
„თუ დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით საქართველოში დომინანტი იყო გრიპის ვირუსი, კერძოდ მისი H3N2 ფორმა, იგივე ჰონგ-კონგის ვირუსი, თებერვლის მეორე ნახევრიდან იგი ჩაანაცვლა რესპირაციულ-სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც ძირითადად 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განსაკუთრებით საყურადღებო“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ ვირუსის შესახებ ბოლო ერთი თვეა აქტიურად ვსაუბრობთ, ეს არის ვირუსი, რომელმაც ჩაანაცვლა გრიპი და თუ დეკემბრიდან დაწყებული თებერვლის ჩათვლით საქართველოში ყველაზე ხშირი მიმართვიანობის განმაპირობებელი როგორც სტაციონარებში, ისე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში იყო გრიპი, კერძოდ მისი H3N2 ფორმა, იგივე ჰონგ-კონგის ვირუსი, A… The post ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშია 2 წლამდე ბავშვებისთვის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.