ტრაილერი გზიდან გადავარდა — Cnoba

MegaTV სიახლე 30 Mar 2026, 07:52

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა. შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, დღეს, დილით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო ჯგუფი. ბაკურციხე-,თბილისის მაგისტრალის ბარჯისხევის მონაკვეთი განსაკუთრებით სახიფათოა და ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად […]

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზიდან ტრაილერი გადავარდა.

შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, დღეს, დილით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.  ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო ჯგუფი.

ბაკურციხე-,თბილისის მაგისტრალის ბარჯისხევის მონაკვეთი განსაკუთრებით სახიფათოა და ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.


რელევანტური