სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 30 Mar 2026, 07:04

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს. კომისიის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ. როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები […] The post სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს appeared first on გურია ნიუსი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს.

კომისიის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ. როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

The post სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს appeared first on გურია ნიუსი.