მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ ძვირდება — Cnoba

Alia სიახლე 30 Mar 2026, 07:07

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კვლავ ძვირდება. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 115 დოლარს აჭარბებს, ეს თვიურ ჭრილში 48%-იანი გაძვირებაა. თითქმის 101 დოლარი ღირს ნედლი ნავთობი, რაც ომამდე პერიოდთან შედარებით 42%-იანი ზრდაა. ყველაზე მეტად გაძვირებულია რუსული Urals-ი, რომლის ფასიც 109 დოლარს აჭარბებს, ეს წინა თვესთან შედარებით 75%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობი ირანის ომის შემდეგ რეკორდულად არის […] The post მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ ძვირდება appeared first on .

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კვლავ ძვირდება. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 115 დოლარს აჭარბებს, ეს თვიურ ჭრილში 48%-იანი გაძვირებაა. თითქმის 101 დოლარი ღირს ნედლი ნავთობი, რაც ომამდე პერიოდთან შედარებით 42%-იანი ზრდაა. ყველაზე მეტად გაძვირებულია რუსული Urals-ი, რომლის ფასიც 109 დოლარს აჭარბებს, ეს წინა თვესთან შედარებით 75%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობი ირანის ომის შემდეგ რეკორდულად არის გაძვირებული. გაძვირდა [West Texas Intermediate] WTI-ც, რომელიც თითქმის 101 დოლარი ღირს.

მსოფლიოში ნავთობის გაძვირების მიზეზი აშშ-სა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებაა, რომელსაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტეც, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა ჩაკეტვამ ნავთობის ბაზრებზე მიწოდება შეაფერხა ამან კი ბუნებრივია ფასი გაზარდა.

The post მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ ძვირდება appeared first on .


რელევანტური