“ჩვენი მიზანი არაა შურისძიება და ციხეების გადავსება, არამედ ქვეყნის გადარჩენა…” – მიხეილ სააკაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 29 Mar 2026, 11:21

სააგენტო "პარალელი" “ჩვენი მიზანი არაა შურისძიება და ციხეების გადავსება, არამედ ქვეყნის გადარჩენა…” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მომხრეთა შორის თანაფარდობაზე საუბრობს: “ის, რომ ჩემს ფეიჯზე 4 მილიონი ინდივიდუალური შემომსვლელია, ე.ი. ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი ქართველების 90 %, ნიშნავს, არამხოლოდ ჩემი პიროვნების აქტუალურობას უფრო მეტად, ვიდრე კიევში ყოფნის დროს (არადა ჩემი ტყვეობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ჩემი დე-აქტუალიზაციაა), არამედ ბევრ სხვა […] “ჩვენი მიზანი არაა შურისძიება და ციხეების გადავსება, არამედ ქვეყნის გადარჩენა…” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ჩვენი მიზანი არაა შურისძიება და ციხეების გადავსება, არამედ ქვეყნის გადარჩენა…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მომხრეთა შორის თანაფარდობაზე საუბრობს:

ის, რომ ჩემს ფეიჯზე 4 მილიონი ინდივიდუალური შემომსვლელია, ე.ი. ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი ქართველების 90 %, ნიშნავს, არამხოლოდ ჩემი პიროვნების აქტუალურობას უფრო მეტად, ვიდრე კიევში ყოფნის დროს (არადა ჩემი ტყვეობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ჩემი დე-აქტუალიზაციაა), არამედ ბევრ სხვა მონაცემთან ერთად (მათ შორის თბილისში და ბათუმში ოპოზიციის და ქოცების შეფარდება 80 – 20-ზეა) ნიშნავს რომ არანაირი გახლეჩა საზოგადოებაში პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ამ 20% ის უკან არ დგას არანაირი იდეოლოგია, არც ლიდერის სიყვარული, არამედ სუფთა გამორჩენაა და პატრიოტიზმის არქონა.

ამიტომ არანაირი სამოქალაქო კონფლიქტის საფრთხე აქ არ არსებობს. ახლა მთავარია ამ 80 პროცენტმა გამოძებნოს ჰორიზონტალური კავშირები, იგრძნოს რამხელა უპირატესობა აქვს და აიღოს ხელში ქვეყნის სადავეები.

ჩვენი მიზანი არაა შურისძიება და ციხეების გადავსება, არამედ ქვეყნის გადარჩენა, აღმშენებლობისკენ დაბრუნება და კიდევ ერთი, ახლა შესაძლოა რეჟიმმა აწარმოოს მოლაპარაკებები რათა პოლიტპატიმრები საქონელივით გაცვალონ, საკუთარი არსებობის გახანგრძლივებაში და საერთაშორისო დაკანონებაში.

თუ ხალხი ამას დაელოდება, ის დამარცხდება. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაითავისუფლოს საკუთარი თავი და პატიმრებიც, არანაირი კომპრომისი ბოროტებასთან“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ჩვენი მიზანი არაა შურისძიება და ციხეების გადავსება, არამედ ქვეყნის გადარჩენა…” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი


რელევანტური