„საპატრიარქოში დაგავიწყდათ, რომ ცოცხალი ვარ ჯერ?…“ – გოჩა მირცხულავა — Cnoba

Alia სიახლე 29 Mar 2026, 10:11

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა: „საპატრიარქოში დაგავიწყდათ, რომ ცოცხალი ვარ ჯერ? რა განათლების თემებს ეხებით? თუ დავიწყო ახლა თავიდან და ფურცელ-ფურცელ, წინადადება წინადადებითა და წერტილი და მძიმით გავიაროთ მოსაყდრის დისერტაცია? ჰო, ბათუმის სასულიერო სემინარიის პირველი ნაკადის გამოშვების ხალხიც ცოცხალია. იმათაც დახოცვას ხომ არ უპირებთ? სემინარიაში რომ დაუსწრებელი სწავლება არ არის – გახსოვთ? და მაშინ ვიკიპედიაში და მოსაყდრის […] The post „საპატრიარქოში დაგავიწყდათ, რომ ცოცხალი ვარ ჯერ?…“ – გოჩა მირცხულავა appeared first on .

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

„საპატრიარქოში დაგავიწყდათ, რომ ცოცხალი ვარ ჯერ? რა განათლების თემებს ეხებით?
თუ დავიწყო ახლა თავიდან და ფურცელ-ფურცელ, წინადადება წინადადებითა და წერტილი და მძიმით გავიაროთ მოსაყდრის დისერტაცია?
ჰო, ბათუმის სასულიერო სემინარიის პირველი ნაკადის გამოშვების ხალხიც ცოცხალია. იმათაც დახოცვას ხომ არ უპირებთ? სემინარიაში რომ დაუსწრებელი სწავლება არ არის – გახსოვთ? და მაშინ ვიკიპედიაში და მოსაყდრის ბიოგრაფიაში წაშალეთ 1995-1999 წლებში მისი “ღვაწლი”. მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს ახსოვს წინამორბედის ამბები, თავად როგორ მოხვდა მანდ? თუ მე გავახსენო? მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში თანაკურსელებთან გადაღებული ფოტოები ექნება, ეგეც გვანახეთ. მაგალითად ბიბლიოთეკაში მყოფი მომავალი მეუფე, აუდიტორიაში…. ნასტავნიკებთან….
განათლებაზე იყუჩეთ, გირჩევთ.“

The post „საპატრიარქოში დაგავიწყდათ, რომ ცოცხალი ვარ ჯერ?…“ – გოჩა მირცხულავა appeared first on .


რელევანტური