ირანის პარლამენტის სპიკერი აშშ-ს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 29 Mar 2026, 09:08

BBC-ის ინფორმაციით, ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე საგანგებო მიმართვა გაავრცელა. სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს მიერ გამოქვეყნებულ გზავნილში ყალიბაფი აშშ-ს „ორმაგ თამაშში“ ადანაშაულებს. სპიკერის თქმით, აშშ-მა წარმოადგინა 15 პირობა, რომლითაც ცდილობს მიაღწიოს იმას, რაც ვერ შეძლო ბრძოლის ველზე. „მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე საუბრობს, საიდუმლოდ კი სახმელეთო იერიშს გეგმავს“, _ აცხადებს ის. ყალიბაფი […] The post ირანის პარლამენტის სპიკერი აშშ-ს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს appeared first on გურია ნიუსი.

BBC-ის ინფორმაციით, ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე საგანგებო მიმართვა გაავრცელა. სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს მიერ გამოქვეყნებულ გზავნილში ყალიბაფი აშშ-ს „ორმაგ თამაშში“ ადანაშაულებს.

სპიკერის თქმით, აშშ-მა წარმოადგინა 15 პირობა, რომლითაც ცდილობს მიაღწიოს იმას, რაც ვერ შეძლო ბრძოლის ველზე. „მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე საუბრობს, საიდუმლოდ კი სახმელეთო იერიშს გეგმავს“, _ აცხადებს ის.

ყალიბაფი ამბობს, რომ ირანული ძალები „მოუთმენლად ელიან“ ამერიკელი ჯარისკაცების ხმელეთზე გამოჩენას, რათა მათზე „ცეცხლის წვიმა“ დაუშვან.

მან არაბულ ენაზე გაიმეორა, რომ ირანი არ მიიღებს „დამცირებას“ და მათი გზავნილი მსოფლიოსთვის ნათელია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ყალიბაფს პოტენციურ პარტნიორად და, შესაძლოა, ირანის მომავალ ლიდერადაც კი განიხილავდა. თუმცა, მისი დღევანდელი რიტორიკა ყოველგვარი კომპრომისის გამორიცხვას ჰგავს.

The post ირანის პარლამენტის სპიკერი აშშ-ს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური