სიახლე

“გამიშვით, კაცო, ნიახური კი არა ვარ, მეორედ ამოვიდე?!! – ამას შევწირო თავი?!”

GuriaNews

თემურ ხუბულური ამ ისტორიას არაერთხელ იგონებს: „თვითმფრინავში ვართ და საზღვარგარეთ მივფრინავთ. 12-14 საათი ჰაერში უნდა დავყოთ. ჩვენთან ერთადაა ჩვენი სული და გული, მუდამ მხიარული და სტიმულის მომცემი საყვარელი პიროვნება, ანზორ მარტყოფლიშვილი. თუ რაიმე „იაღლიში” მოხდებოდა, ანზორი მუდამ პოულობდა გამოსავალს, მაგრამ იმჯერად თვითონ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში. მაშ ასე… ჰაერში ვართ. ანზორი დადარდიანებულია, რადგან საკმაოდ დიდი თანხა […] The post “გამიშვით, კაცო, ნიახური კი არა ვარ, მეორედ ამოვიდე?!! – ამას შევწირო თავი?!” appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

თემურ ხუბულური ამ ისტორიას არაერთხელ იგონებს:

„თვითმფრინავში ვართ და საზღვარგარეთ მივფრინავთ. 12-14 საათი ჰაერში უნდა დავყოთ. ჩვენთან ერთადაა ჩვენი სული და გული, მუდამ მხიარული და სტიმულის მომცემი საყვარელი პიროვნება, ანზორ მარტყოფლიშვილი. თუ რაიმე „იაღლიში” მოხდებოდა, ანზორი მუდამ პოულობდა გამოსავალს, მაგრამ იმჯერად თვითონ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში.

მაშ ასე… ჰაერში ვართ. ანზორი დადარდიანებულია, რადგან საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა ჯერ კიდევ აფრენამდე. ამ მუდამ მხიარულ კაცს დანა კბილს არ უხსნის. მიჯდა კუთხეში – ილუმინატორთან და არ იღებს ხმას.

იმაზე თუ ფიქრობს, როგორ და რა ვითარებაში უნდა დაეკარგა თანხა. ბუნებრივია, ჩვენც წაგვიხდა ხასიათი და ღრმა მდუმარებით თანავუგრძნობთ თანაგუნდელს. გარეთ კუპრისფერი, ბლანტი სიბნელეა. მხოლოდ თვითმფრინავის ყრუ, მონოტონურად გაბმული ზუზუნი ისმის. მოულოდნელად ლაინერი მკვეთრად გადაიხარა მარჯვენა მხარეზე. გაგვაცია და გაგვაცხელა, ანზორს გადავხედეთ, შეშფოთებული ჩანს.

თვითმფრინავი მალევე გასწორდა, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისევ დაიხარა იმ მხარეზე. ცოტა ხანში, მოულოდნელად, ძალიან მკვეთრად, მთელი კორპუსით „დაეცა” ვერტიკალურად და ელვისებურად ისევ ავარდა ზევით.

– დედა, რა იყო ეს! – ნაძალადევი, მშრალი ღიმილით ვამხნევებთ ერთმანეთს.

ამის თქმა და თვითმფრინავი ისევ „იამკაში” ჩაეხეთქა. და ეს ჩვენი ანზორი ინსტიქტურად წამოხტა სკამიდან. სასწრაფოდ გადმოიღო პიჯაკი სასწრაფოდვე გაუყარა ხელები სახელოებში, ქუდიც ჩამოიფხატა თავზე, და გასასვლელისკენ დაიძრა შესაშური სიჩქარით;

– საით ანზორ! – ვეცით და გავაკავეთ.

– ეს პილოტი მთვრალი უნად იყოს ჩემი აზრით… გამიშვით, კაცო, ნიახური კი არა ვარ, მეორედ ამოვიდე?!! – ამას შევწირო თავი?!

ძლივს დავაშოშმინეთ და „პასადკაც” მალე გამოაცხადეს…“

The post “გამიშვით, კაცო, ნიახური კი არა ვარ, მეორედ ამოვიდე?!! – ამას შევწირო თავი?!” appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი