“კათოლიკოს-პატრიარქმა 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე…” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 27 Mar 2026, 18:04

სააგენტო "პარალელი" “კათოლიკოს-პატრიარქმა 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე…” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ანდერძსა და მოსაყდრის დასახელებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე): “კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც ის იყო საკმაოდ აქტიური და ქმედითუნარიანი ძალიან ბევრი მიმართულებით, 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე. დასახელების გარემოებები, ზუსტად მახსოვს – ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო ძალიან დიდი ვნებათაღელვა და მაშინ საკითხი ეხებოდა, თუ […] “კათოლიკოს-პატრიარქმა 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე…” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“კათოლიკოს-პატრიარქმა 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე…” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ანდერძსა და მოსაყდრის დასახელებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე):

კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც ის იყო საკმაოდ აქტიური და ქმედითუნარიანი ძალიან ბევრი მიმართულებით, 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე.

დასახელების გარემოებები, ზუსტად მახსოვს – ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო ძალიან დიდი ვნებათაღელვა და მაშინ საკითხი ეხებოდა, თუ სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ.

პატრიარქმა როდესაც გადაწყვიტა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება, მან ეს ვიწრო წრეში განაცხადა და გააკეთა იმისთვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი შესაძლოა საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს და მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო, ადგა და განუცხადა საზოგადოებას.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოყოლებული 2017 წლის 23 ნოემბრიდან – როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, თითქმის, 8 წელზე მეტი გავიდა, მე-9 წელი არის, მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში“, – განაცხადა დეკანოზმა.

“კათოლიკოს-პატრიარქმა 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე…” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
პარალელი