ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.
პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 112.6 დოლარით (+4.22%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 99.64 დოლარია (+5.46%).
აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება აისახა ადგილობრივ ბაზარზეც. უფრო კონკრეტულად, საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 5-დან 13-თეთრამდე გაძვირდა.
Gulf (გაიზარდა 10 თეთრით)
- G-Force სუპერი – 3.83 ლარი (3.73 ლარი);
- G-Force პრემიუმი – 3.43 ლარი ( 3.33 ლარი იყო):
- G-Force ევრო რეგულარი – 3.29 ლარი (3.19 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.27 ლარი (3.17 ლარი იყო);
- G-Force ევრო დიზელი – 3.67 ლარი (3.57 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.57 ლარი ( 3.47 ლარი იყო).
Wissol (გაიზარდა 4-დან 8 თეთრამდე)
- ეკო სუპერი – 3.82 ლარი (3.76 ლარი იყო);
- ეკო პრემიუმი – 3.42 ლარი (3.36 ლარი იყო);
- ეკო დიზელი – 3.72 ლარი (3.68 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.67 ლარი (3.63 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.27 ლარი (3.19 ლარი იყო).
Socar (გაიზარდა 5-დან 10-თეთრამდე)
- ნანო სუპერი – 3.72 ლარი (3.67 ლარი იყო);
- ნანო პრემიუმი – 3.40 ლარი (3.30 ლარი იყო);
- ნანო ევრო რეგულარი – 3.24 ლარი (3.14 ლარი იყო);
- ევრო 5 დიზელი – 3.50 ლარი (3.40 ლარი იყო);
- ნანო ევრო 5 დიზელი – 3.60 ლარი (3.50 ლარი იყო).
Rompetrol (გაიზარდა 10-დან 13-თეთრამდე)
- Efix სუპერი – 3.80 ლარი (3.68 ლარი იყო);
- Efix ევრო პრემიუმი – 3.43 ლარი (3.33 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.27 ლარი (3.17 ლარი იყო);
- Efix ევრო დიზელი – 3.65 ლარი (3.52 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.60 ლარი (3.47 ლარი იყო).
Portal (გაიზარდა 5-დან 10-თეთრამდე)
- სუპერი – 3.24 ლარი (3.14 ლარი იყო);
- პრემიუმი – 3.09 ლარი (3.04 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 2.89 ლარი (2.89 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.69 ლარი (3.59 ლარი იყო);
- ეფექტური დიზელი – 3.49 ლარი (3.39 ლარი იყო).