„მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება“- ომბუდსმენი — Cnoba
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, სახალის ღობის საქმეზე გამოკვლეული იყოს ყველა მტკიცებულება და სასამართლომ განაჩენი ისე გამოიტანოს. “არის თუ არა პაატა მანჯგალაძე ძალადობის ორგანიზატორი და ამ ორგანიზების მტკიცებულებები არსებობს თუ არა საქმეში, ეს არის მთავარი. შეიძლება, ვიღაცას მოსწონს პაატა, ან არ მოსწონს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმ „ამიკუსში“, რომელიც მე წარვადგინე სასამართლოში, წერია ასეთი რამ – საქმე რომელიც შევისწავლეთ, მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში დევს, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება, იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე. ასეთი მტკიცებულება ვერ ვნახეთ საქმეში და იმიტომ ვთქვით,… The post „მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება“- ომბუდსმენი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.