მერაბ მეტრეველი: “ამ სამი პირის ქცევა ეჭვებს ნამდვილად აჩენს” — Cnoba

პარალელი სიახლე 27 Mar 2026, 10:54

სააგენტო "პარალელი" მერაბ მეტრეველი: “ამ სამი პირის ქცევა ეჭვებს ნამდვილად აჩენს” 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოში საეჭვო გარემოებებს ხედავს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: “4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესს ვესწრები. ადვოკატებმა წარმოადგინეს ვიდეო, სადაც ჩანს პირბადეაფარებული ტიპი, რომელიც პრეზიდენტის სასახლესთან მისულ ხალხს გამოეყოფა და ყვირის: “ზაბორი, ზაბორი!”. ანუ ღობეს ვეცეთო, ხალხს მოუწოდებს. მის ამ მოწოდებას ორი პირბადიანი ადამიანი გამოეხმაურება და ეს სამი კაცი […] მერაბ მეტრეველი: “ამ სამი პირის ქცევა ეჭვებს ნამდვილად აჩენს” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
მერაბ მეტრეველი: “ამ სამი პირის ქცევა ეჭვებს ნამდვილად აჩენს”

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოში საეჭვო გარემოებებს ხედავს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესს ვესწრები. ადვოკატებმა წარმოადგინეს ვიდეო, სადაც ჩანს პირბადეაფარებული ტიპი, რომელიც პრეზიდენტის სასახლესთან მისულ ხალხს გამოეყოფა და ყვირის: “ზაბორი, ზაბორი!”.
ანუ ღობეს ვეცეთო, ხალხს მოუწოდებს.

მის ამ მოწოდებას ორი პირბადიანი ადამიანი გამოეხმაურება და ეს სამი კაცი იწყებს ღობის რყევას. ღობე სამი-ოთხი დაჯაჯგურების მერე ეგრევე ვარდება, თითქოს პლასტმასის იყოს და არა რკინის.

თუმცა ეს ყველაფერი არაა.

სასახლეზე შტურმს თუ აწყობ და ისეთი გულადი ხარ, რომ ამ მიზნით ღობეს პირველი ანგრევ, შენი შემდეგი ქმედება ლოგიკურად რა უნდა იყოს? გადანგრეულ ღობეზე უნდა გადახვიდე და სასახლეში შეიჭრა, ხომ?

და რას აკეთებს ეს სამი პიროვნება?

როგორც კი ღობე წაიქცევა, ტრიალდებიან და უკანმოუხედავად გარბიან. ეზოშიც კი არ გადადიან.

ადვოკატებმა პროკურორებს ჰკითხეს, 60 კაცი რომ გყავთ დაჭერილი ამ საქმეზე, ეს სამი პირი თუა იდენტიფიცირებული და დაკავებულიო.

პროკურორმა ამ სამიდან ერთი პირის დაკავება დაადასტურა. სხვებზე ჯერ არაფერს ამბობს.

ზოგადად, აქამდე ღობის წინასწარ გადაჭრის ვერსიას სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ამ სამი პირის ქცევა ეჭვებს ნამდვილად აჩენს. ღობე თუ გადაანგრიე და მთავარი წინაღობა მოიშორე, მერე სად გარბიხარ?” – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მერაბ მეტრეველი: “ამ სამი პირის ქცევა ეჭვებს ნამდვილად აჩენს”
პარალელი


რელევანტური