სააგენტო "პარალელი"
“მდუმარება დიდსულოვანთა და ბრძენთა ხვედრია” – ლალი მოროშკინა
ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა საზოგადოებას კონკრეტული თხოვნა შეთავაზებით მიმართავს:
“მეგობრებო,
კარგად მესმის, რომ აღდგომის მერე ხსნილია, მაგრამ ვფიქრობ უპრიანი იქნება ყველანაირი მასშტაბური სამხიარულო ღონისძიება, პრეზენტაცია, ახალი საქმის წარდგინება, დაჯილდოება და ტაშ-ფანდური, პატრიარქის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდგომ გადავდოთ.
სანამ სიონში ყოველ დღე პანაშვიდები და წირვა-ლოცვა აღევლინება, სანამ არ წყდება ჭირისუფალთა ნაკადი, სანამ არ დამჭკნარა ყვავილები, ცოტაც მოვიცადოთ…
ეს ის მცირედია, რაც შეგვიძლია პატრიარქის ხსოვნის საპატივსაცემოდ და უწინარეს საკუთარი თავისთვის გავაკეთოთ.
მდუმარება დიდსულოვანთა და ბრძენთა ხვედრია.
P.S. ცხადია, ეს არ ეხება სამთავრობო დონის სტრატეგიულ საქმიანობას, კლასიკურ კონცერტებს ან პატრიარქის ხსოვნოსადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.
მადლობა
“, – წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.
“მდუმარება დიდსულოვანთა და ბრძენთა ხვედრია” – ლალი მოროშკინა
პარალელი