თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ მატიაშვილმა.
სპორტსმენმა 45 კგ წონით კატეგორიაში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა – პირველ დღეს მარცხენა ხელით მოიპოვა გამარჯვება, ხოლო მეორე დღეს მარჯვენა ხელითაც დაამტკიცა უპირატესობა,
მწვრთნელი – რაჯი ღაღეთაშვილი.