Visa-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
27 Mar 2026, 13:19
საერთაშორისო გადახდის სისტემა Visa-მ რუსეთში ოთხი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტები „როსპატენტში“ მარტში შევიდა. განმცხადებლად კი მითითებულია კომპანია „Visa International Service Association“. სასაქონლო ნიშნის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანია შეძლებს საკომუნიკაციო და სატრანსპორტო მომსახურებების გაწევას. ცნობისთვის, 2022 წლის მარტის დასაწყისში, საერთაშორისო გადახდის სისტემებმა – Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში ყველა ოპერაცია შეაჩერეს. The post Visa-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.