კანონპროექტით განისაზღვრება, რომ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება, წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით, შესაძლებელია არა იურიდიული დახმარების საბჭოს თანხმობით, როგორც ამას კანონის მოქმედი რედაქცია ადგენს, არამედ მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახურის თანხმობით.
როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განმარტა, პარლამენტის მიერ „იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, იურიდიული დახმარების საბჭო გაუქმდა და აქედან გამომდინარე, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” შესაბამისი ცვლილება გახდა საჭირო.
The post ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილებას მხარი დაუჭირა appeared first on გურია ნიუსი.