სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ — Cnoba

GuriaNews სიახლე 27 Mar 2026, 05:45

„თავისუფლებისა და სოლიდარობის“ პარტია სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრ რობერტ ფიცოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, სახელმწიფო ღალატსა და „ტერორისტულ აქტის მოწყობაში“ ადანაშაულებს, _ იუწყება Deutsche Welle. “სლოვაკეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა პრემიერ–მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს _ იგი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი”, _ განაცხადა 26 მარტს ოპოზიციური პარტიის, „თავისუფლებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა ბრანისლავ გროლინგმა. მისი თქმით, გამოძიება […] The post სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ appeared first on გურია ნიუსი.

თავისუფლებისა და სოლიდარობისპარტია სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, სახელმწიფო ღალატსა დატერორისტულ აქტის მოწყობაშიადანაშაულებს, _ იუწყება  Deutsche Welle.

“სლოვაკეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს _ იგი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი”, _ განაცხადა 26 მარტს ოპოზიციური პარტიის, „თავისუფლებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა ბრანისლავ გროლინგმა.

მისი თქმით, გამოძიება უკავშირდება ფიცოს გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის  ელექტროენერგიის საგანგებო რეჟიმში მიწოდების შეწყვეტის შესახებ.

გროლინგის თქმით, მან პოლიციაში საჩვარი ერთი თვის წინ შეიტანა _ „თავისუფლება და სოლიდარობა“ პრემიერ-მინისტრს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, ღალატსა და „ტერორისტულ აქტის მოწყობაში“ ადანაშაულებს.

2026 წლის თებერვალში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდებას წყვეტდა, რადგან კიევმა ვერ შეძლო რუსული ნავთობის ტრანზიტის „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით აღდგენა.

მისი უნგრელი კოლეგის, ვიქტორ ორბანის მსგავსად, ფიცომ კიევი ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში დაადანაშაულა.

ევროკავშირის ბოლო სამიტზე ფიცომ ასევე დაიმუქრა, რომ უნგრეთის მაგალითს მიჰყვებოდა და ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი კრედიტების გაცემას ვეტოს დაადებდა, თუ რუსული ნავთობის ტრანზიტის საკითხი სლოვაკეთის სასარგებლოდ არ მოგვარდებოდა.

The post სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური