რუსეთი სტაციონარულ ტელეფონებს უბრუნდება — Cnoba

GuriaNews სიახლე 26 Mar 2026, 16:37

„როსტელეკომის“ აღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ ოსეევსკი მიიჩნევს, რომ ყველა სახლში უნდა იყოს სტაციონარული ტელეფონი“, _ იუწყება „vedomosti“. ოსეევსკის განცხადებით, ძველებურ, სახლის ტელეფონებზე მოთხოვნა „მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ხალხმა გააცნობიერა, რომ ეს არის ძალიან საიმედო და მაღალი ხარისხის კომუნიკაციის საშუალება“. „და ბევრი ძალიან საპატივცემულო ადამიანი მოუთმენლად ელის მათ დაყენებას, რადგან ეს კომუნიკაციის გარანტირებული საშუალებაა. ყველას გირჩევთ, დაუბრუნდნენ სტაციონარულ […] The post რუსეთი სტაციონარულ ტელეფონებს უბრუნდება appeared first on გურია ნიუსი.

როსტელეკომისაღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ ოსეევსკი მიიჩნევს, რომ ყველა სახლში უნდა იყოს სტაციონარული ტელეფონი“, _ იუწყება „vedomosti“.

ოსეევსკის განცხადებით,  ძველებურ, სახლის ტელეფონებზე მოთხოვნა „მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ხალხმა გააცნობიერა, რომ ეს არის ძალიან საიმედო და მაღალი ხარისხის კომუნიკაციის საშუალება“.

„და ბევრი ძალიან საპატივცემულო ადამიანი მოუთმენლად ელის მათ დაყენებას, რადგან ეს კომუნიკაციის გარანტირებული საშუალებაა. ყველას გირჩევთ, დაუბრუნდნენ სტაციონარულ ტელეფონს _ ის ცეცხლმაქრივითაა: ყველა სახლში უნდა იყოს“. _ თქვა ოსეევსკიმ.

როგორც „ვედომოსტი“ იტყობინება, მოსკოვში მობილური ინტერნეტის პრობლემების ფონზე, სტაციონარული ტელეფონების მოთხოვნის გარდა, იზრდება პეიჯერების, რაციებისა და ქაღალდის საგზაო რუკების გაყიდვებიც.

The post რუსეთი სტაციონარულ ტელეფონებს უბრუნდება appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური