ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას “ევროსკოპის” მიერ საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა:
_ რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. ასევე, რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, რომ პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს. მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით კურსი განაგრძოს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამიტომ, ჩვენ დიალოგი და დისკუსია უნდა შევინარჩუნოთ და პოზიცია უნდა დავიკავოთ, რომ უმჯობესია ურთიერთობები გავაგრძელოთ, რათა გვქონდეს საშუალება ეს პრობლემები განვიხილოთ, ვიდრე ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობებს სრულად ვასრულებთ.
The post მარკ რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს appeared first on გურია ნიუსი.