მოსწავლეებისთვის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 26 Mar 2026, 07:36

საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. კონკურსის მიზანია წერილის წერის კულტურის აღდგენა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობაში წერილობითი კომუნიკაციის წახალისება, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანური ურთიერთობის მნიშვნელობის ხაზგასმა. წელს საკონკურსო თემაა:...

საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.

კონკურსის მიზანია წერილის წერის კულტურის აღდგენა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობაში წერილობითი კომუნიკაციის წახალისება, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანური ურთიერთობის მნიშვნელობის ხაზგასმა.

წელს საკონკურსო თემაა: „მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში“ და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9 – 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ.

კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვდება ყველა მონაწილე და გამოვლინდება საუკეთესო სამეული. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.

საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 9 ოქტომბერს, მსოფლიო ფოსტის დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი – შვეიცარია) გაიმართება.

„საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი იღებს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, კონკურსს ეროვნული ოპერატორები მართავენ.

შედეგად, ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, კონკურსს საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ და გამარჯვებულ ქვეყანას „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს.

🌐დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.gpost.ge/info/news-details?newsId=2867


რელევანტური