ლენინგრადში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 26 Mar 2026, 07:42

უკრაინამ ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ და წერენ, რომ ქალაქ კირიშიში აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. თავდასხმის შედეგად ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. ინფორმაციას ადასტურებს რუსული მხარეც. “თავდასხმის მოგერიება კირიშის რაიონზე გრძელდება. ინდუსტრიულ ზონაში დაზიანებაა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, – დაწერა Telegram-არხზე ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ კირიშინეფტეორგსინტეზი რეგიონში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და ის რუსეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელს, ნავთს, მაზუთს და ნავთობქიმიურ პროდუქტებს. The post ლენინგრადში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური