რუსთავში „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი სრული ანშლაგით გაიმართა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 26 Mar 2026, 06:54

რუსთავის მერიის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის – „აზდაკის ბაღის“ დასმა სპექტაკლი წარმოადგინა. მაყურებელმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „მე ვხედავ მზის“ ინსცენირებული ვერსია იხილა, რომელშიც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არტისტებიც მონაწილეობდნენ. სპექტაკლს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და დეპუტატები დაესწრნენ. ინტეგრირებული დასი უკვე 15 წელია ფუნქციონირებს...

რუსთავის მერიის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის – „აზდაკის ბაღის“ დასმა სპექტაკლი წარმოადგინა.

მაყურებელმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „მე ვხედავ მზის“ ინსცენირებული ვერსია იხილა, რომელშიც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არტისტებიც მონაწილეობდნენ.

სპექტაკლს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და დეპუტატები დაესწრნენ.

ინტეგრირებული დასი უკვე 15 წელია ფუნქციონირებს და წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსიც მიენიჭა. რუსთავში მათი გასტროლი სრული ანშლაგით მეორედ გაიმართა.


რელევანტური