დღეიდან დიდი მარხვა იწყება – როგორ ვიმარხულოთ სწორად და რა უნდა ვიცოდეთ დიდი მარხვის შესახებ — Cnoba

elNews სიახლე 22 Feb 2026, 17:36

დიდი მარხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ეს დრო განწმენდისა და სულიერი გაძლიერებისთვისაა განკუთვნილი, როდესაც ადამიანი საკუთარი სხეულის და სულის გაძლიერებაზე, ლოცვაზე, თავშეკავებასა და სინანულზე ფიქრობს. მარხვის დროს ადამიანები უარს ამბობენ ხორცსა და სხვა ცხოველურ პროდუქტებზე, ასევე ცდილობენ სულიერად და ფიზიკურად უფრო გაწონასწორებულ ცხოვრებას. დიდი მარხვა 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს დასრულდება ქრისტეს … დღეიდან დიდი მარხვა იწყება – როგორ ვიმარხულოთ სწორად და რა უნდა ვიცოდეთ დიდი მარხვის შესახებ Read More » The post დღეიდან დიდი მარხვა იწყება – როგორ ვიმარხულოთ სწორად და რა უნდა ვიცოდეთ დიდი მარხვის შესახებ appeared first on elNews.ge.

დიდი მარხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ეს დრო განწმენდისა და სულიერი გაძლიერებისთვისაა განკუთვნილი, როდესაც ადამიანი საკუთარი სხეულის და სულის გაძლიერებაზე, ლოცვაზე, თავშეკავებასა და სინანულზე ფიქრობს. მარხვის დროს ადამიანები უარს ამბობენ ხორცსა და სხვა ცხოველურ პროდუქტებზე, ასევე ცდილობენ სულიერად და ფიზიკურად უფრო გაწონასწორებულ ცხოვრებას.

დიდი მარხვა 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს დასრულდება ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით.

ამ პერიოდში აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღეები:

28 თებერვალი (დიდი მარხვის პირველი შაბათი) – დიდმოწამე თეოდორე ტირონისა

8 მარტი (დიდი მარხვის II კვირიაკე) – ღირსი გრიგოლ პალამას ხსენება

22 მარტი (დიდი მარხვის IV კვირიაკე) – ღირსი იოანე სინელის ხსენება

29 მარტი (დიდი მარხვის V კვირიაკე) – ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენება

4 აპრილი (ბზობის წინა შაბათი) – მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი

5 აპრილი – ბზობა – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში

7 აპრილი – ხარება – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარება

26 აპრილი (აღდგომიდან III კვირიაკე) – მენელსაცხებლე დედათა და კეთილმორწმუნე მეფე თამარისა

3 მაისი (აღდგომიდან IV კვირიაკე) – მართალი ტაბითასი21 მაისი – ამაღლება იესო ქრისტესი

31 მაისი – სულთმოფენობა – სულიწმიდის გარდამოსვლა

მიცვალებულთა ხსენების დღეები:

დიდმარხვის II შაბათი – 7 მარტი
დიდმარხვის III შაბათი – 14 მარტი
დიდმარხვის IV შაბათი – 21 მარტი

როგორ დავიცვათ მარხვა სწორად?
მარხვა არ არის მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება, ის სულიერი განწმენდის პერიოდიცაა. მარხვის დროს საჭიროა უარის თქმა არა მხოლოდ ხორცსა და ცხოველურ პროდუქტებზე, არამედ ცუდ აზრებზე, წყენასა და ბოროტებაზე. ეს არის დრო, როდესაც ადამიანი უნდა დაფიქრდეს საკუთარ ცხოვრებასა და სულიერ მდგომარეობაზე, ილოცოს და უკეთესი გახდეს.

რა პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი?

მარხვის პერიოდში არ იკრძალება მხოლოდ ხორცი, არამედ რძის პროდუქტები, კვერცხი და ზოგ შემთხვევაში თევზიც (გარდა ხსნილის დღეებისა).

The post დღეიდან დიდი მარხვა იწყება – როგორ ვიმარხულოთ სწორად და რა უნდა ვიცოდეთ დიდი მარხვის შესახებ appeared first on elNews.ge.


რელევანტური