დიმიტრი შავიშვილი — Cnoba

GuriaNews სიახლე 26 Mar 2026, 04:13

ოზურგეთელი დიმიტრი შავიშვილის გარდაცვალება, არათუ ოჯახის, უახლოესი ნათესავების, სამეგობროს, არამედ მთელი საზოგადოების გულსატკენი დანაკარგია. მისათითებელ ოჯახში აღზრდილი, სამაგალითო მშობლების შვილი, თავადაც ამიტომ იყო მტერ-მოყვრის კაცი, მაღალი შინაგანი კულტურით, განათლებით, მოყვასი ბუნებით. ძმების დიმიტრი და რეზო შავიშვილების სახელი, სასწაული ძმობა, ხალხთან და ხალხში დგომა ამშვენებდა ოზურგეთს, როგორც წესიერი, განათლებული, სანდო ადამიანებისა, თავიანთი საუკეთესო ოჯახებით. დიმიტრი შავიშვილს, […] The post დიმიტრი შავიშვილი appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთელი დიმიტრი შავიშვილის გარდაცვალება, არათუ ოჯახის, უახლოესი ნათესავების, სამეგობროს, არამედ მთელი საზოგადოების გულსატკენი დანაკარგია.

მისათითებელ ოჯახში აღზრდილი, სამაგალითო მშობლების შვილი, თავადაც ამიტომ იყო მტერ-მოყვრის  კაცი, მაღალი შინაგანი კულტურით, განათლებით, მოყვასი ბუნებით. ძმების დიმიტრი და რეზო შავიშვილების სახელი, სასწაული ძმობა, ხალხთან და ხალხში დგომა ამშვენებდა ოზურგეთს, როგორც წესიერი, განათლებული,  სანდო ადამიანებისა, თავიანთი საუკეთესო ოჯახებით.

დიმიტრი შავიშვილს,   მეუღლის _ ულამაზესი, სათნო,  უთავმდაბლესი ქალბატონის, რუსუდან მახარაძის ადრე წასვლამ მოუშუშებელი დაღი დაასვა და ბოლო წლები უმძიმეს ტკივილსა და სევდაში გაატარა!

წავიდა და დარჩა ნათელი  სახელი, რის უმჯობესიც ამქვეყნად არაფერია!

გაცხოვნოს ღმერთმა, ჩვენო დიმიტრი!

უახლოესი ნათესავები, მეგობრები
26.03.2025

 

The post დიმიტრი შავიშვილი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური