“სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 25 Mar 2026, 16:07

სააგენტო "პარალელი" “სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდთან მიმართებაში კონკრეტულ პუნქტობრივ მოსაზრებებს გამოთქვამს და მძიმე მინიშნებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: “ასე მოქმედებს ნამდვილი მაფია, შევხედოთ როგორი იყო ქრონოლოგია: 1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა ჩხარტიშვილი მიუგზავნა პატრიარქს გადადგომის შეთავაზებით; 2. პატრიარქის უარის შემდეგ, მას აუგორეს “ციანიდის სკანდალი”, შემდეგ ის დათანხმდა მოსაყდრის დანიშვნას; […] “სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი

კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდთან მიმართებაში კონკრეტულ პუნქტობრივ მოსაზრებებს გამოთქვამს და მძიმე მინიშნებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ასე მოქმედებს ნამდვილი მაფია, შევხედოთ როგორი იყო ქრონოლოგია:

1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა ჩხარტიშვილი მიუგზავნა პატრიარქს გადადგომის შეთავაზებით;

2. პატრიარქის უარის შემდეგ, მას აუგორეს “ციანიდის სკანდალი”, შემდეგ ის დათანხმდა მოსაყდრის დანიშვნას;

3. ამის შემდეგ მეუფე პეტრეს თაოსნობით პატრიარქზე განხორციელდა დიდი პროპაგანდისტული შეტევა. პატრიარქი დაიცვა სინოდმა;

4. სინოდის წინააღმდეგ ააგორეს კრებსების სკანდალი. სუს-მა გამოჟონა დოკუმენტები, რომელშიც ძალიან არასახარბიელოდ ჩანდა სამღვდელოების ბევრი წარმომადგენელი;

5. მალევე მოხდა პატრიარქის სრული იზოლაცია. მაკონტროლებლების გარეშე, მასთან არცერთი ინფორმაცია არ შედიოდა და არ გამოდიოდა, ვერც ვერავინ შედიოდა;

6. 2024 წელს სცადეს ეკლესიისთვის სახელმწიფო უწყების სტატუსის მოხვევა, სინოდის წინააღმდეგობის შემდეგ, რეჟიმმა დროებით უკან დაიხია;

7. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ივანიშვილმა მოისურვა, რომ პატრიარქი მისი ნების საწინააღმდეგოდ არა სიონში, არამედ სამებაში დაეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება სიონში მხოლოდ ერთი ხმით ჩავარდა;

და ბოლოს, პატრიარქის დაკრძალვა გადაიქცა, ცალმხრივ პარტიულ და ივანიშვილის ოჯახურ ღონისძიებად.

სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია.

ასე იცის ჯაყომა…“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი


რელევანტური