„დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი“ – ირაკლი კობახიძე — Cnoba
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პატრიარქის არჩევის გადაწყვეტილებას სინოდი იღებს და პროცესში სხვა არავინ უნდა ჩაერიოს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასეც იქცევა ხელისუფლება, თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებს ანტიკამპანია აქვთ გაჩაღებული პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. „ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ეს არის წმინდა სინოდის საქმე და სინოდის წევრების გადაწყვეტილება. ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე. მათ შორის მათ ტელეკომპანიებზე, ვერ ვიტყოდით იგივეს მათ წარმომადგენლებზე, ე.წ. ექსპერტებზე, ენჯეოებზე, რომლებმაც უკვე დაიწყეს კამპანია და რომელსაც აქვს ანტიკამპანიის სახე“ – აცხადებს პრემიერი. The post „დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი“ – ირაკლი კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.