ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
25 Mar 2026, 18:09
ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს. ინფორმაციას „როიტერს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განუცხადა. მისივე თქმით, თეირანს ვაშინგტონის წინადადებები პაკისტანის შუამავლობით გადასცეს, თუმცა წყარო ამ წინადადებების შინაარსს არ ასაჯაროებს, ასევე არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა იმავე 15-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელზეც მედია მანამდე წერდა. პაკისტანი ელოდება ირანის პასუხს აშშ-ის შეთავაზებებზე, რომელიც ისლამაბადის საშუალებით თეირანს გადასცეს. ასევე არ არის დადასტურებული შეხვედრის თარიღი ან ადგილი. The post ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.