საუდის არაბეთი და საამიროები ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვას განიხილავენ – WSJ — Cnoba

Alia სიახლე 25 Mar 2026, 10:49

საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შესაძლოა ჩაერთონ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, რაც მნიშვნელოვნად გაამწვავებს რეგიონში არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ორივე ქვეყანა სულ უფრო მეტად განიხილავს აქტიურ სამხედრო მონაწილეობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რეგიონში დაძაბულობა იზრდება და კონფლიქტი ფართოვდება. წყაროების თქმით, გადაწყვეტილება საბოლოოდ დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების […] The post საუდის არაბეთი და საამიროები ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვას განიხილავენ – WSJ appeared first on .

საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შესაძლოა ჩაერთონ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, რაც მნიშვნელოვნად გაამწვავებს რეგიონში არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორივე ქვეყანა სულ უფრო მეტად განიხილავს აქტიურ სამხედრო მონაწილეობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რეგიონში დაძაბულობა იზრდება და კონფლიქტი ფართოვდება. წყაროების თქმით, გადაწყვეტილება საბოლოოდ დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების რისკებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო საფრთხეებზე და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებზე.

მედიის ცნობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებობს შიში, რომ კონფლიქტის დასრულება ირანის სასარგებლოდ ძალთა ბალანსს შეცვლის და მის გავლენას გააძლიერებს რეგიონში. სწორედ ეს არგუმენტია მთავარი დისკუსიის სამხედრო ჩართულობის შესახებ.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა განხილვები აქტიურად მიმდინარეობს.

The post საუდის არაბეთი და საამიროები ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვას განიხილავენ – WSJ appeared first on .


რელევანტური