პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ დაფასოებული 108 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 25 Mar 2026, 07:58

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა – შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ი.ი. და 1985 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს. თბილისში, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 108 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ , ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ დაფასოებული 108 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური