დავით სონღულაშვილი: „ტყის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება” — Cnoba
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურებისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილების და სპეციალური დანიშნულების ტექნიკური საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, ასევე სატყეო- სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, დამატებით შეძენილია 45 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი, 14 ერთეული დრონი, 300 ერთეული ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები. დავით სონღულაშვილის განცხადებით, სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს სატყეო რეფორმის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას. იგეგმება ტყის მცველთა სრულად გადაიარაღება და პასუხისმგებლობის… The post დავით სონღულაშვილი: „ტყის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება” appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVAR…