სააგენტო "პარალელი"
“ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა – ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს” – გიორგი ვაშაძე
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ 1 წლით და 6 თვით პატიმრობის მისჯას ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:
“4 შვილის დედა წელიწადნახევრით საპატიმროში გაუშვეს. ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა – ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს: ზოგს პატიმრობით შეეხო, ზოგს ჯარიმებით, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით, ზოგსაც ქვეყნიდან წასვლის იძულებით.
ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს.
ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერ დაუპირისპირდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობის წყაროა. ეს ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება.
ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენეს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა – ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს” – გიორგი ვაშაძე
პარალელი