უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 556 დამრტყმელი დრონიდან 541 ჩამოაგდო — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 24 Mar 2026, 18:26

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 556 დამრტყმელი დრონიდან 541 ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. “საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად ჩართულია ყველა შესაძლო საჰაერო თავდაცვის საშუალება – პილოტირებული ავიაცია, საზენიტო დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლის (REB) სისტემები და სახმელეთო საჰაერო თავდაცვა. წინასწარი მონაცემებით, 18:00 საათის მდგომარეობით, საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული ან ჩახშობილია მოწინააღმდეგის 541 უპილოტო საფრენი აპარატი. საბრძოლო მუშაობა გრძელდება! უკრაინის ცის დამცველები აკეთებენ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოიგერიონ მტრის საჰაერო თავდასხმები” -წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი The post უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 556 დამრტყმელი დრონიდან 541 ჩამოაგდო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური