სააგენტო "პარალელი"
“1 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს 4 შვილის უდანაშაულო დედა. ალბათ სასუფეველშიც საშვებით აპირებენ შესვლას” – ლაშა ბუღაძე
სასამართლოს მიერ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის, წელიწადნახევრის ვადით პატიმრობის მისჯას მწვავე შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:
“ქრისტიანმა” ქოცებმა ოჯახებითურთ “იგლოვეს” სიონში, იწერეს პირჯვარი, სანთლები ანთეს და “ქრისტიანული” მორალით…
1 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს 4 შვილის უდანაშაულო დედა. ალბათ სასუფეველშიც საშვებით აპირებენ შესვლას“, – წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
“1 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს 4 შვილის უდანაშაულო დედა. ალბათ სასუფეველშიც საშვებით აპირებენ შესვლას” – ლაშა ბუღაძე
პარალელი