სააგენტო "პარალელი"
“პატრიარქის გზაზე სიარული იქნებოდა, გამოეცხადებინათ საყოველთაო ამნისტია” – ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს და მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საყოველთაო ამნისტია უნდა გამოეცხადებინა:
“პატრიარქის გზაზე სიარული იქნებოდა, გამოეცხადებინათ საყოველთაო ამნისტია.
პატრიარქის სახელი დაერქმიათ. ეთქვათ რომ მისი სურვილი დიდი შერიგება იყო და გაეღოთ საპატიმროს კარები ყველასთვის. დაერქმნიათ დიდი შერიგების მცდელობა.
ამათი დარდიც, სევდაც, გლოვაც ფარისევლობაა. არანაირი პატრიარქის გზა არ არსებობს ფარისევლებისთვის, ამას ელენეს დღევანდელი განაჩენიც ადასტურებს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
“პატრიარქის გზაზე სიარული იქნებოდა, გამოეცხადებინათ საყოველთაო ამნისტია” – ნანუკა ჟორჟოლიანი
პარალელი