ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა-მოიწამლნენ მისი მეუღლე და შვილიც — Cnoba

GuriaNews სიახლე 24 Mar 2026, 16:18

30 წლის ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა-მოიწამლნენ მისი მეუღლე და შვილიც შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა,_ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში დამზადებული ბადრიჯნის პროდუქტი მიიღო, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ამავე პროდუქტის მიღების შედეგად მოიწამლნენ მისი მეუღლე და შვილიც. ორივე […] The post ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა-მოიწამლნენ მისი მეუღლე და შვილიც appeared first on გურია ნიუსი.

30 წლის ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა-მოიწამლნენ მისი მეუღლე და შვილიც შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა,_ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში დამზადებული ბადრიჯნის პროდუქტი მიიღო, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ამავე პროდუქტის მიღების შედეგად მოიწამლნენ მისი მეუღლე და შვილიც. ორივე მათგანი ინტოქსიკაციით, კლინიკაში მკურნალობს.
გარდაცვლილი ქალი რუსთავიდან იყო, მისი მეუღლე კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახიდან არის.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

The post ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა-მოიწამლნენ მისი მეუღლე და შვილიც appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური