“ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე”- სალომე ზურაბიშვილი — Cnoba

MegaTV სიახლე 24 Mar 2026, 13:40

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე „შემზარავ თავდასხმას” უწოდებს. როგორც ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, ასე ესმის „რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება“. “პოლიტიკური რეპრესია საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერს, რომელიც 6 თვეა წინასწარ დაკავებულია, ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს. უბრალოდ ბანერზე წერისთვის. ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი კიდევ ერთი […]

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს საქართველოში დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე „შემზარავ თავდასხმას” უწოდებს.

როგორც ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, ასე ესმის „რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება“.

“პოლიტიკური რეპრესია საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერს, რომელიც 6 თვეა წინასწარ დაკავებულია, ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს. უბრალოდ ბანერზე წერისთვის.

ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში”, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.