ვინ არის კაცი, რომლმაც საკუთარი დედა და ძმა მოკლა – სასტიკი მკვლელობის დეტალები — Cnoba
თბილისში კაცმა საკუთარი დედა და ძმა მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 55 წლის დავით რატიანია. როგორც მისი მეზობლები ჰყვებიან, მას შემდეგ რაც შუახნის კაცმა მძინარე დედას დანა ჩაარტყა, ძმას კი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 112-ში თავად დარეკა და სასწრაფო დახმარება ითხოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ამჟამად დაკავებულმა ოპერატორს უთხრა, რომ ხელი დაიზიანა. მეზობლები ამბობენ, რომ მოკლული, ხანდაზმული ქალი ეტლით მოსარგებლე იყო და გარეთ თითქმის არ უნახავთ. რაც შეეხება მკვლელობის დღეს განვითარებულ მოვლენებს, ადგილობრივების თქმით, ხმაური არ გაუგიათ. ქალი შვილმა სავარაუდოდ მაშინ მოკლა, როცა მოხუცს ეძინა. დაკავებულს ბრალდება უკვე წარედგინა. “დაკავებულს ძალიან უჭირს… The post ვინ არის კაცი, რომლმაც საკუთარი დედა და ძმა მოკლა – სასტიკი მკვლელობის დეტალები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.