ხვალ, 25 მარტს, 14:00 საათზე ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონში დაგეგმილია პარაკლისი.
25 მარტს, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საკათედრო ტაძარში, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს.
მსახურება დაიწყება 14:00 საათზე.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
