დედისა და ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 24 Mar 2026, 10:49

დედისა და ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ცნობითვის, თბილისში, ბრალდებულმა დედას და ძმას სხეულის სხვადასხვა არეში დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა. The post დედისა და ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური