“ერთ დაავადებულს 15-მდე ადამიანის დაინფიცირება შეუძლია”- ტუბერკულოზის სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს — Cnoba

GuriaNews სიახლე 24 Mar 2026, 10:29

ტუბერკულოზი განაჩენი არ არის, ის განკურნებადია! თუმცა, ერთი დაავადებული წლის განმავლობაში შესაძლოა 15-მდე ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირების წყარო გახდეს. მსოფლიოში ყოველ ერთ წუთში 3 ადამიანი ტუბერკულოზის დიაგნოზით იღუპება. 24 მარტს, ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს ელზა სიმონიშვილს ვესაუბრეთ, იმ სიმპტომებსა და რისკების შესახებ, რომელთა ცოდნაც ადამიანის სიცოცხლის დაზღვევაა. ელზა სიმონიშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 […] The post “ერთ დაავადებულს 15-მდე ადამიანის დაინფიცირება შეუძლია”- ტუბერკულოზის სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს appeared first on გურია ნიუსი.

ტუბერკულოზი განაჩენი არ არის, ის განკურნებადია! თუმცა, ერთი დაავადებული წლის განმავლობაში შესაძლოა 15-მდე ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირების წყარო გახდეს. მსოფლიოში ყოველ ერთ წუთში 3 ადამიანი ტუბერკულოზის დიაგნოზით იღუპება.

24 მარტს, ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს ელზა სიმონიშვილს ვესაუბრეთ, იმ სიმპტომებსა და რისკების შესახებ,  რომელთა ცოდნაც ადამიანის სიცოცხლის დაზღვევაა.

ელზა სიმონიშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლიდან დღემდე  აქტიური ტუბერკულოზის 21 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, რომლებიც ჩართული არიან მკურნალობაში სახელმწიფო პროგრამით და ასევე გამოკვლეულია მათი ყველა ახლო კონტაქტი.

ეპიდემიოლოგის თქმით,  ტუბერკულოზის (ჭლექის) ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმის- ფილტვის ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ასეთია: ხველა ნახველით; სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა; წონის კლება; სისხლიანი ნახველი;(ზოგჯერ); ტკივილი გულმკერდის არეში;
უმადობა, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა; ქოშინი.

რაც შეეხება დაავადების გავრცელებას, როგორც ელზა სიმონიშვილი ამბობს, საყოფაცხოვრებო კონტაქტით დაავადება არ ვრცელდება. ფილტვის ტუბერკულოზი გადაეცემა მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად; განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ავადმყოფის გარშემომყოფებს- ოჯახის წევრებსა და მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებს.

ეპიდემიოლოგის თქმითვე,  ტუბერკულოზის მართვაში ძირითადი სირთულე და პრობლემაა: ,,ქართული” მენტალიტეტი: ,,- მე ეს პრობლემა არ შემეხება!”
დაბალი თვითშეგნება; სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებული მიმართვა; მკურნალობის ხანგრძლივობა; მკურნალობის პროცესში მდგომარეობის დროებითი გაუმჯობესება, რაც ხშირად ხდება მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი; არც თუ ისე იშვიათი გვერდითი მოვლენები; სტიგმა ანუ სტერეოტიპების კომპლექსი, რაც აიძულებს პაციენტს, რომ დამალოს დიაგნოზი.

“გთხოვთ, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, თუ დაავადება დადასტურდება, ახლო კონტაქტებმა, რომელთა ეპიდკვლევისას ეპიდემიოლოგი აგიხსნით, რომ თქვენი პროფილაქტიკური გამოკვლევაც აუცილებელია, არ გადადოთ ექიმთან მისვლა, რადგან ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული ერთი ადამიანი წლის განმავლობაში შესაძლოა 10-15 ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირების წყარო გახდეს”,_ ამბობს ელზა სიმონიშვილი.

The post “ერთ დაავადებულს 15-მდე ადამიანის დაინფიცირება შეუძლია”- ტუბერკულოზის სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური