დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს — Cnoba
დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დანიაში პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის მიერ დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ცენტრისტული-მემარცხენე მმართველი კოალიცია მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიებს მცირედი უპირატესობით უსწრებს, თუმცა დანიის 179 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და დაახლოებით 85 მანდატს მოიპოვებს. მეტე ფრედერიკსენმა, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს, საპარლამენტო არჩევნები გასულ თვეში დანიშნა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით მუქარის ფონზე მისი რეიტინგი გაიზარდა. ცნობისთვის, დანიას კოალიციური მთავრობა მართავს, რომელიც მეტე ფრედერიკსენის „სოციალ-დემოკრატებისგან“, საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის „მოდერატებისგან“… The post დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.