“ავტომობილების გაყიდვები განახევრდება – საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, გაყიდვები 50%-ით შემცირდეს” — Cnoba

Knews სიახლე 23 Mar 2026, 08:00

knews.ge “ავტომობილების გაყიდვები განახევრდება – საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, გაყიდვები 50%-ით შემცირდეს” “ავტომობილების გაყიდვები შესაძლოა, 50%-ით შემცირდეს”, – ამის შესახებ ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომპანია „ჰოა ავტო იმპორტის“ დამფუძნებელმა, რეზო ტაბატაძემ The post “ავტომობილების გაყიდვები განახევრდება – საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, გაყიდვები 50%-ით შემცირდეს” appeared first on knews.ge.

knews.ge
“ავტომობილების გაყიდვები განახევრდება – საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, გაყიდვები 50%-ით შემცირდეს”

“ავტომობილების გაყიდვები შესაძლოა, 50%-ით შემცირდეს”, – ამის შესახებ ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომპანია „ჰოა ავტო იმპორტის“ დამფუძნებელმა, რეზო ტაბატაძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ბაზარზე ახალი რეგულაციების გავლენა უკვე შეინიშნება და გაყიდვების 50%-იანი კლება, მოსალოდნელი ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშია.

როგორც ავტოიმპორტიორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული კატეგორიის ავტომობილები ბაზრის დაახლოებით 5.5%-იან წილს იკავებდა, ცვლილებები მაინც მნიშვნელოვნად აისახება მთლიან სეგმენტზე.

,,მომხმარებელთა ნაწილი მოახერხებს გადაწყობას. თუმცა, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი, წინა პერიოდთან შედარებით, ავტომობილების გაყიდვები შესაძლოა, 50%-ით შემცირდეს. ეს სრულიად რეალური მოლოდინია და ეფექტი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდება მომდევნო თვეში, როდესაც რეგულაცია სრულად ამოქმედდება”, – აცხადებს ავტოიმპორტიორი.

The post “ავტომობილების გაყიდვები განახევრდება – საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, გაყიდვები 50%-ით შემცირდეს” appeared first on knews.ge.


რელევანტური