განახლდა
დღეს: 753 სიახლე

"ვუსამძიმრებ სრულიად ქართველ ერს, ძალიან მძიმე დღეები გადაგვაქვს - კიდევ ერთი წმინდა ადამიანი მიემატა სიონის უძველეს, საპატრიარქო ტაძარს" - მამა გიორგი ვაშალომიძე

იხილე სრულად: rustavi2.ge ↗
Metronome

“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ” – პოლონეთის საელჩო

საქართველოში პოლონეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს. „თბილისში პოლონეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქართველ ერს მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ…

Metronome

“გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებლურ თემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო” – უკრაინის საელჩო საქართველოში

უკრაინის საელჩო საქართველოში, უსამძიმრებს ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის გარდაცვალებას. “გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებლურ თემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. უკრაინელები მადლიერებით იხსენებენ მის უწმინდესობას…

მედიაცენტრი

„პატრიარქი ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება“, – განუცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ სამებაში მისვლისას ჟურნალისტებს. „ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება. არ ვიტყვი…

Metronome

“გულწრფელად ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო” – იტალიის საელჩო

საქართველოში იტალიის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გულწრფელად ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. სრულიად…

Alia

სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის გარდაცვალებას – კობახიძე

ქართული ოცნების გუნდის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, სამძიმრის წერილს ავრცელებს: სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას. მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და…

News.ge

ჯანდაცვის მინისტრი – სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო – მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე

მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც, მე არ მახსენდება ჩემს სიცოცხლეში – სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო – მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან…

Metronome

“ვუსამძიმრებ ეკლესიასა და ქართველ ხალხს ამ დიდ დანაკლისს” – საქართველოში ისრაელის ელჩის სამძიმარი

“ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებ ეკლესიასა და ქართველ ხალხს ამ დიდ დანაკლისს. დალოცვილი იყოს მისი ხსენება და კვლავაც აგრძელებდეს სიცოცხლეს მისი მემკვიდრეობა” – წერს საქართველოში ისრაელის…

Metronome

“ილია II დარჩება მეხსიერებაში, როგორც მამობრივი სიყვარულით აღსავსე პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთსა და ერს” – მეუფე საბა ინწკირველი

ილია II დარჩება ქართველთა მეხსიერებაში როგორც მამობრივი სიყვარულით აღსავსე პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთსა და ერს – ურთულეს ისტორიულ პერიოდში მან ღირსეულად იტვირთა ეკლესიის საჭეთმპყრობლის მძიმე ჯვარი და სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით გაუძღვა საქართველოს ეკლესიას, – ამის…

News.ge

თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ვინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! რაკი ეგ კომისიაც შექმენით, პასუხისმგებლობაც ახლა ორმაგად თქვენზეა, ოცნებავ

ჟურნალისტი თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ოკუპაციის კანონი ვისაც დარღვეული აქვს, ვინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! და რავი, იმედია, ირანიდან აიათოლას ტერორისტ შთამომავლობასაც არ შემოიყვანთ ქვეყანაში. რაკი ეგ კომისიაც შექმენით…

News.ge

მეხანძრე-მაშველები პატრიარქს ემშვიდობებიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს – მეხანძრე მაშველები სამების საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ გამოჩდნენ და დიდი მწკრივად განლაგდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ერს. მეხანძრე…

News.ge

გიგა ბოკერია: ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის სამწყსოს

გიგა ბოკერია: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის სამწყსოს.