აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ ირანთან გამართული „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ მოლაპარაკებების ფონზე, სამხედრო დარტყმები დროებით გადადო. მისი თქმით, ომის დეპარტამენტს უკვე მიეცა მითითება, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო იერიშები ხუთი დღით შეჩერდეს.
მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ აშშ-სა და ირანს ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათისა და ტონის საფუძველზე, რაც ამ კვირაშიც გაგრძელდება, დავავალე ომის დეპარტამენტს, გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი და ყველა სამხედრო დარტყმა ხუთი დღით, მიმდინარე შეხვედრებისა და განხილვების წარმატების გათვალისწინებით,- წერს ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა ირანს ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა ორმუზის სრუტის სრულად გახსნა და წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკული ობიექტების განადგურებით დაემუქრა. საპასუხოდ ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესაძლებლობაზე განაცხადა.
The post “დავავალე გადაიდოს ირანის ელექტროსადგურებზე სამხედრო დარტყმა ხუთი დღით” – ტრამპი appeared first on .