“რუსეთი ინტერნეტის გათიშვისათვის ემზადება…” – რომან გოცირიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 21 Mar 2026, 15:25

სააგენტო "პარალელი" “რუსეთი ინტერნეტის გათიშვისათვის ემზადება…” – რომან გოცირიძე რუსეთში მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში სავარაუდო პრობლემებთან მიმაეღევაში აკეთებს მინიშნებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე: “რუსეთი ინტერნეტის გათიშვისათვის ემზადება. რუსები უკვე მასობრივად ქირაობენ ან ყიდულობენ ბინებს ბელარუსში. თუ მართლა გაითიშა, ჩვენი ერთწლიანი უვიზო რეჟიმის პირობებში, როცა ერთი წუთით გადალახავ რომელიმე მეზობელი ქვეყნის საზღვარს, დაბრუნდები და ბინადრობის […] “რუსეთი ინტერნეტის გათიშვისათვის ემზადება…” – რომან გოცირიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“რუსეთი ინტერნეტის გათიშვისათვის ემზადება…” – რომან გოცირიძე

რუსეთში მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში სავარაუდო პრობლემებთან მიმაეღევაში აკეთებს მინიშნებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

რუსეთი ინტერნეტის გათიშვისათვის ემზადება. რუსები უკვე მასობრივად ქირაობენ ან ყიდულობენ ბინებს ბელარუსში. თუ მართლა გაითიშა, ჩვენი ერთწლიანი უვიზო რეჟიმის პირობებში, როცა ერთი წუთით გადალახავ რომელიმე მეზობელი ქვეყნის საზღვარს, დაბრუნდები და ბინადრობის ვადის ათვლა თავიდან იწყება, ქვეყანაში დროებით თუ სამუდამოდ დასახლების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

უფულო არაბულ “იგლ ჰილზს” ჰაერის გაყიდვით შემოსავლებიც გაუჩნდება. რა უნდათ საქართველოში არაბებსო, სამოთხე დუბაიდან აქ ვინ ჩამოვაო, რომ გაიძახიდნენ, ეს სამოთხე დუბაი დღეს მკვდარია. ხალხი გარბის. ამაზეა ნათქვამი, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით!“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“რუსეთი ინტერნეტის გათიშვისათვის ემზადება…” – რომან გოცირიძე
პარალელი


რელევანტური