მარტში საქართველოში უცხოელების ტურისტული დანახარჯების კლება გამოიკვეთა – “თიბისი კაპიტალი” — Cnoba

Knews სიახლე 23 Mar 2026, 11:55

knews.ge მარტში საქართველოში უცხოელების ტურისტული დანახარჯების კლება გამოიკვეთა – “თიბისი კაპიტალი” ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველოს ტურიზმის სექტორში გარკვეული ცვლილებები იკვეთება, რაც სხვადასხვა ინდიკატორის დინამიკაში აისახება. „თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკური The post მარტში საქართველოში უცხოელების ტურისტული დანახარჯების კლება გამოიკვეთა – “თიბისი კაპიტალი” appeared first on knews.ge.

knews.ge
მარტში საქართველოში უცხოელების ტურისტული დანახარჯების კლება გამოიკვეთა – “თიბისი კაპიტალი”

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველოს ტურიზმის სექტორში გარკვეული ცვლილებები იკვეთება, რაც სხვადასხვა ინდიკატორის დინამიკაში აისახება. „თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ტურისტული აქტივობის შეფასება რეალურ დროში რამდენიმე მონაცემზე დაყრდნობით ხდება, მათ შორის ავიამიმოსვლაზე, უნაღდო ხარჯებზე და ონლაინ საძიებო ტენდენციებზე.

მიმოხილვის თანახმად, მარტის განმავლობაში უცხოური ბარათებით განხორციელებული ხარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად ითვლება, კლებას აჩვენებს. შემცირება ფიქსირდება როგორც სასტუმროებისა და ავიაბილეთების კატეგორიებში, ისე სხვა ტურისტულ სერვისებშიც, რაც არარეზიდენტი ვიზიტორების აქტივობის შენელებაზე მიუთითებს.

“ჯამური უნაღდო ხარჯები, ძლიერი პირველი კვირის მიუხედავად, მარტის მომდევნო დღეებში დასუსტდა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ნაწილში. ადგილობრივი ბარათებით დანახარჯები, რომლებიც თვის დასაწყისში საკმაოდ იყო გაზრდილი, 19 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, სეზონურად შესწორებულ ჭრილში თითქმის უცვლელია. რაც შეეხება უცხოური ბარათებით ხარჯებს, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, წინა თვესთან შედარებით კლება უკვე აშკარად გამოიკვეთა, როგორც სასტუმროებისა და ავიახაზების, ასევე უფრო ფართო კატეგორიების მხრივაც,”- ნათქვამია მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ტურისტული ნაკადების დინამიკა ნაწილობრივ აისახება საქართველოს აეროპორტების დატვირთულობაზეც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენციას აჩვენებს, თუმცა ჯერ კიდევ ომამდელ მაჩვენებლებს ჩამორჩება. დაგეგმილ და შესრულებულ რეისებს შორის სხვაობის შემცირება მიუთითებს გაუქმებული ფრენების კლებისკენ მიმართულ ტენდენციაზე.

საპირისპირო სურათია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ფრენების რაოდენობა როგორც წინა წელთან, ისე 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მიმართულება განსაკუთრებით დამოკიდებულია ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნაზე, რაც მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში დამატებით რისკებს ქმნის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის, თუმცა დატვირთულობა წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია, რაც ნაწილობრივ კონკრეტული ავიაკომპანიის ოპერაციულ ცვლილებებს უკავშირდება.

ტურიზმის აქტივობაზე დამატებით ინფორმაციას იძლევა Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული მოთხოვნების დინამიკა. მონაცემები მიუთითებს, რომ ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან ძებნის სიხშირე ბოლო პერიოდში დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ამ ბაზრებიდან პოტენციური ინტერესის შემცირებაზე მიანიშნებს.

The post მარტში საქართველოში უცხოელების ტურისტული დანახარჯების კლება გამოიკვეთა – “თიბისი კაპიტალი” appeared first on knews.ge.


რელევანტური